სერვისის მენეჯერი
17-11-2026 - 19-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს – სერვისის მენეჯერს

რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფილიალების ეფექტურ მართვაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და გუნდის განვითარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
  • სერვისის ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება;
  • ფილიალების მენეჯერების საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • ტრენინგის პროცესის მართვა და ტრენერების ხელმძღვანელობა;
  • თანამშრომელთა KPI სისტემის დანერგვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
  • გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ფილიალების საოპერაციო პროცესების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი;
  • ახალი ფილიალების გახსნისა და გამართული ფუნქციონირების პროცესის მართვა;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობა.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • Retail ან HoReCa მიმართულებით მინ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ლიდერობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

თუ გაქვთ მართვის გამოცდილება, გიყვართ გუნდთან მუშაობა და ორიენტირებული ხართ განვითარებასა და შედეგებზე, შემოგვიერთდით!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!