კომპანიის შესახებ

საყვარელი პოლარული დათვი

2008 წელს, თბილისში, ლესელიძეზე, 20 კვადრატულ მეტრ ფართში, პატარა სანაყინე გაიხსნა. სანაყინეში სულ 12-მდე სახეობის ნაყინი იყო წარმოდგენილი. ხალხი გაკვირვებული უყურებდა ფერად-ფერად ნაყინებს. მალევე ყველამ გაიგო, რომ თბილისში პოლარული დათვი - ლუკა პოლარე ჩამოვედი. 

თაკარა ზაფხულში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანი, საქართველოში ევროპული სტილის სანაყინის შექმნა იყო, რომელიც ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ მოგგვარეთ საუკეთესო ნაყინი, ექსკლუზიური ყავა და ბევრი სხვა აღმოჩენა ...

ამ დროისთვის საქართველოს 5 ქალაქში 24 სხვადასხვა ადგილზე შეგიძლიათ ჩემთან სტუმრობა. ჩვენი კაფე - სანაყინეები წარმოდეგენილია თბილისში - 17, ბათუმში - 5, ქობულეთში 1, რუსთავში 1, ქუთაისი 1 ფილიალით. 

ჩემთან სტუმრობა ყოველდღიურად შეგიძლიათ. 

<