კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00 საათი
ანაზღაურება - კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კაფე-სანაყინიდან დაბრუნებული პროდუქტის მიბარება სტანდარტის მიხედვით;
- კაფე-სანაყინეებისა და წარმოების შეკვეთების მომზადება;
- შეძენილი პროდუქციის დროულად დაბინავება;
- ჩამოწერის პროცედურისათვის პროდუქტების აღწერა;
- წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის ყოველკვირეული აღწერის წარმოება.
- ფიზიკური სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
- RS.GE პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
- ენერგიული და კომუნიკაბელური;
- მოწესრიგებული და დაუზარელი;