კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას - შესყიდვებისა სპეციალისტის პოზიციაზე პროექტულად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
- შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
- შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
- თანამშრომლობა საბაჟო აგენტებთან;
- საექსპორტო პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- საჭიროებებიდან გამომდინარე პროცესებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- საოფისე პროგრამების ცოდნა; (Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
- დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;