ბუღალტერი - დეკრეტულის შემცვლელი
14-09-2026 - 16-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კაფე-სანაყინეების ქსელი  „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის გუნდში  ბუღალტერის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე.

თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას სასიამოვნო, გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადგილობრივი შესყიდვების პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების და სისტემატიზაციის უნარი.
  • მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ხელშეკრულებების და მასთან გათანაბრებული საბუთების საფუძველზე პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და ელექტორნული ფორმით დაარქივება;
  • მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე მიღებული ზედნადებების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ინფორმაციასთან.
  • მომწოდებლებთან პერიოდული შედარების აქტის გაფორმება და დაარქივება;
  • ანგარიშ-ვალდებული პირების მიერ მოწოდებული საბუთების საფუძველზე ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამები (უამღლესი დონე);

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!